вторник, 2 июня 2009 г.

კარნავალი

პროექტის მთავარი იდეა: საახალწლო განწყობილების შექმნა სკოლაში. 
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა: საკარნავალო ფორმებში მოსწავლეები შეძლებენ წარმოაჩინონ თავი, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და ნიჭი.
პროექტის მიზანი: სახალწლო განწყობილების შექმნა, მოსწავლეთა შესაძლებლობების  გაცნობა, ჯანსაღი ურთიერთობის განმტკიცება, გართობა.
მონაწილე: მასწავლებლები, სკოლის დირექცია, 10,11,12 კლასის მოსწავლეები.
მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებლები და მოსწავლეები შეიქმნიან საახალწლო განწყობას, წარმოაჩენენ თავიანთ თავს, შესაძლებლობებს.
პროექტისათვის საჭირო რესურსი: მუსიკალური ცენტრი, ნაძვის ხე, მაშხალა, საკარნავალო ფორმები.
პროექტის მსვლელობა: საახალწლო ნაძვის ხის განახლება, მოწყობა სოლის ფოიეში.  სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ საინფორმაციო აფიშის მომზადება და განთავსება სკოლის ფოიეში. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების მიერ კარნავალის ორგანიზებულად ჩატარება.
20 დეკემბერს, საღამოს 20 საათზე კარნავალი იწყება!
საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი კავშირშია ესთეტიკურ საგნებთან.
პროექტის ხელმძღვანელი: სკოლის დირექტორი, მოსწავლეთა თვითმმართველობა
ვებგვერდი:http://tbschool11.wordpress.com/2013/12/19/christmas_gingerbread_house-wide-jpg/